უნდა ვიყოთ მაქსიმალურად რადიკალურები
ლიბერალი არის თუ არა საქართველოს ეკონომიკა კრიზისში და თუ არის, რამ გამოიწვია იგი?ნ.ყ. თუ კი ქვეყნის შიდა პროდუქტი ზედიზედ ორი კვარტალი მცირდება, მაშინ კრიზისია. ასეთია განსაზღვრება. საქართველოში ზუსტად ასე ხდება, ანუ ქვეყანა არის კრიზისში. იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდოს, მას ძალიან სჭირდება საერთაშორისო ინვესტიციები. საქართველოში არ არის ისეთი კაპიტალი, რომელიც საკუთარ თავს გაზრდიდა. სწორედ ამიტომაა საჭირო საერთაშორისო ინვესტიციები, რომელთა ნაკადი, მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო პრაქტიკულად გაშრა. რამდენიმე ათეულჯერ შემცირდა ინვესტორების სიმდიდრე.
საქართველოს კრიზისზე რუსულმა ინტერვენციამაც იმოქმედა. მართალია, აგვისტოს ომმა დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას, მაგრამ გაცილებით მეტი ზიანი მიადგა მას მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ეს გასული წლის ნოემბერში ჩატარებული USAID-ის კვლევის შედეგებიდან ჩანს. დიდი წილი იმისა, რაც ახლა საქართველოში ხდება (სამუშაო ადგილების დაკარგვა, ეკონომიკური აქტივობების შეჩერება), მსოფლიო კრიზისის და საერთაშორისო ინვესტიციების ნაკადის შემცირების მიზეზით ხდება.
ლიბერალი არის თუ არა საქართველოს ეკონომიკა კრიზისში და თუ არის, რამ გამოიწვია იგი?ნ.ყ. თუ კი ქვეყნის შიდა პროდუქტი ზედიზედ ორი კვარტალი მცირდება, მაშინ კრიზისია. ასეთია განსაზღვრება. საქართველოში ზუსტად ასე ხდება, ანუ ქვეყანა არის კრიზისში. იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდოს, მას ძალიან სჭირდება საერთაშორისო ინვესტიციები. საქართველოში არ არის ისეთი კაპიტალი, რომელიც საკუთარ თავს გაზრდიდა. სწორედ ამიტომაა საჭირო საერთაშორისო ინვესტიციები, რომელთა ნაკადი, მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო პრაქტიკულად გაშრა. რამდენიმე ათეულჯერ შემცირდა ინვესტორების სიმდიდრე.
საქართველოს კრიზისზე რუსულმა ინტერვენციამაც იმოქმედა. მართალია, აგვისტოს ომმა დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას, მაგრამ გაცილებით მეტი ზიანი მიადგა მას მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ეს გასული წლის ნოემბერში ჩატარებული USAID-ის კვლევის შედეგებიდან ჩანს. დიდი წილი იმისა, რაც ახლა საქართველოში ხდება (სამუშაო ადგილების დაკარგვა, ეკონომიკური აქტივობების შეჩერება), მსოფლიო კრიზისის და საერთაშორისო ინვესტიციების ნაკადის შემცირების მიზეზით ხდება.
ლიბერალი კრიზისი ყველაზე მეტად ეკონომიკის რომელ სფეროს შეეხო?ნ.ყ. როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში კრიზისმა იმოქმედა მშენებლობაზე, მანქანების ბაზარზე და ბანკებზე. ბანკებს პრაქტიკულად შეუმცირდათ ფინანსური სახსრები, იმისათვის, რომ გასცენ სესხები. გაზრდილია რისკებიც, შემცირდა დეპოზიტებიც. კრიზისი, რა თქმა უნდა, ყველას შეეხო, მაგრამ, განსაკუთრებით _ ამ სამ სფეროს.
ლიბერალი კონკრეტულად რა გეგმები აქვს საქართველოს ხელისუფლებას კრიზისის დასაძლევად?ნ.ყ. მიმდინარეობს კამათი, თუ რისი გაკეთება შეიძლება. ერთიანი, ბოლომდე ჩამოყალიბებული ხედვა ჯერ-ჯერობით არ არსებობს.
პირადად მე მიმაჩნია, რომ ქვეყანას ყველაზე დიდ შედეგს მოუტანს რეფორმა, რომელიც ინვესტორებს მისცემს უფლებას, ფული საქართველოში დააბანდონ იმ ვალუტაში, რომელშიც მათ სურთ. ამ რისკის მოცილების შედეგად, საქართველოს მიმზიდველობა გაიზრდება. ინვესტორებს არ შეეშინდებათ იმის, რომ ფულს დაკარგავენ უბრალოდ კურსის ცვალებადობის გამო.
ამით ლარს არანაირი პრობლემა არ შეექმნება, რადგან ეს პროცესი ფაქტობრივად უკვე მომხდარია. ყველაფრის ფასი _ ბინის, მანქანის და ასე შემდეგ, დოლარში ან ევროშია ნომინირებული. ლარი დარჩება მიმოქცევაში, ის გადაიქცევა მეორად ვალუტად და დროთა განმავლობაში შესაძლებელია საერთოდ ამოღებულიც კი იქნას მიმოქცევიდან.
ამ რეფორმის გატარებას საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანას ურჩევს საერთაშორისო სავალუტო ფონდიც.
ლიბერალი რომელი რეფორმა იყო ეკონომიკის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი? შეჩერდა თუ არა ეს პროცესი და რატომ?
ნ.ყ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ლიცენზიების და ნებართვების რაოდენობის შემცირება. მონაცემებით ჩანს, რა დიდი გავლენა იქონია ამ რეფორმამ სამშენებლო ბიზნესზე. ძალიან მნიშვნელოვნად ვთვლი საკუთრების რეგისტრაციის გამარტივების რეფორმას. მიმაჩნია, რომ პოლიციის რეფორმასაც აქვს ეკონომიკური მნიშვნელობა. ქუჩაში რომ არ გვაჩერებენ მანქანით მოძრაობისას და ქრთამს არ გვთხოვენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი კი აისახება ადამიანების გადაწყვეტილებებზე, აკეთონ თუ არა ბიზნესი საქართველოში, რაც, ცხადია, ეკონომიკაზე ახდენს გავლენას.
მიუხედავად იმისა, რომ შრომის კოდექსი "ყბადაღებული" თემა გახდა, ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ბიზნესებმა თავისუფლად მიიღონ გადაწყვეტილებები ადამიანების დაქირავებისა და გაშვების დროს. ეს ბიზნესს უფრო მოქნილს ხდის და საშუალება ეძლევა, უფრო ადვილად გადაიტანოს კრიზისი და ბუმის დროს უცბად გაიზარდოს.
ჯანდაცვის რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კარგად ვერ მიმდინარეობს. 100 საავადმყოფოს პროექტი ძალიან კარგად იყო დაგეგმილი, მაგრამ შეფერხდა კრიზისის გამო. შეჩერებულია საპენსიო რეფორმაც.
სტატისტიკის რეფორმა შეჩერებულია მხოლოდ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო. ამას უკვე კანონ-პროექტის სახე აქვს მიღებული და ძალიან ეფექტური სტატისტიკის დეპარტამენტი შეიქმნება. საგრძნობლად იცვლება მენეჯმენტი და მიდგომა. კერძო ინტერესები შემოვა სტატისტიკის დეპარტამენტში და ვერავინ იმოქმედებს მათ მონაცემებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სტატისტიკის მონაცემებზე დაყრდნობით კეთდება დასკვნები.
ვფიქრობ, ჩატარებული რეფორმები უნდა შენარჩუნდეს, შეიძლება, რაღაც დეტალები შესწორდეს, მაგრამ რეგრესი არ უნდა მოხდეს. ეს უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. ქვეყნის საერთაშორისო ინდექსებში წინსვლამ აჩვენა, რომ ჩატარებული რეფორმების შედეგად საქართველომ ნდობა უკვე მოიპოვა და ეს მიღწევები არ უნდა დავთმოთ.
ლიბერალი ახლა რის ხარჯზე შეიძლება რომ განვითარების ისეთივე მაღალი ინდექსი გაგრძელდეს, როგორიც აქამდე იყო? მაგალითად _ 2007 წელს ეკონომიკაში 12-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.ნ.ყ. განვითარების მაღალი ინდექსი დამოკიდებულია იმაზე თუ რა პოლიტიკური პროცესები განვითარდება ქვეყანაში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენებაში ნათქვამია, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ ერთი პროცენტით გაიზრდება. დღევანდელი პოლიტიკური პროცესების დიდ ხანს გაგრძელების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი გახდება მინუს 2 ან მინუს 5.
ლიბერალი რა სფეროების ხარჯზე შეიძლება, რომ გაიზარდოს განვითარების ინდექსი?
ნ.ყ. საქართველოს ეკონომიკა, საბედნიეროდ, არ არის დამოკიდებული ერთ ინდუსტრიაზე. რომ შევხედოთ მთლიანი შიდა პროდუქტის კომპონენტებს, თითოეული კომპონენტი იმდენად პატარაა, რომ ვერ ვიტყვით, რომ ის არის წამყვანი და ამას თუ განვავითარებთ, ეკონომიკას ეშველება და გადარჩება. ჩვენი ქვეყანა დამოკიდებული რომ ყოფილიყო ეკონომიკის ერთ სექტორზე, მაგალითად ღვინოზე, რუსეთის ემბარგოს გამო ძალიან დაზარალდებოდა.
ლიბერალი რაშია ქართული ეკონომიკის პოტენციალი _ სრულ ლიბერალიზაციაში? სხვადასხვა ეკონომიკური დარგების განვითარებაში? სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციაში?ნ.ყ. ვფიქრობ, ყველაფერში ერთად. ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად რადიკალურები იმაში, რაც შეგვიძლია. თუ რისკები არსებობს, მათკენ უნდა მივმართოთ ყურადღება და ნაკლებად ჩავერიოთ კერძო სექტორის გადაწყვეტილებებში. დერეფნის ფუნქცია ძალიან მნიშვნელოვანია. თუ საქართველოში ინვესტიციების ჩადება უცხოურ ვალუტაში გახდება შესაძლებელი, ჩვენ მართლა შევასრულებთ სავაჭრო დერეფნის როლს.
ლიბერალი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა მოიცავს საქართველოში თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას _ რა არის ამ პროგრამის პლუსები და მინუსები? რამდენად შედის ასეთი ზონის შექმნა საქართველოს ინტერესებში?ნ.ყ. თავისუფალი ეკონომიკური ზონები ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ზრდის ეკონომიკურ აქტივობას. რაც უფრო მეტი ინტერესი იქნება ქვეყნის მიმართ, მით მეტად გაფართოვდება ბაზარი საქართველოში არსებული ბიზნესებისთვის. უარყოფითი შედეგების თვალსაზრისით _ ევროკავშირი, პარტნიორობის სანაცვლოდ, როგორც წესი, რაღაცებს მოითხოვს ხოლმე, მაგალითად, სურსათის უვნებლობაზე რეგულირების გაფრთხილებას. თუმცა, ამ ხელშეკრულების დადებითი მხარეები გადაწონის უარყოფითებს. ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხებზე და ვფიქრობთ, ნელ-ნელა წინსვლა გვექნება.