2012 წლიდან დღემდე სამსახურიდან 118 პროკურორი გაათავისუფლეს

 
საქართველოს მთავარი პროკურატურიდან 2012 წლიდან 2017 წლის მაისამდე 118 პროკურორი გაათავისუფლეს. 2012 წელს - 22, 2013 წელს - 27, 2014 წელს - 21, 2015 წელს - 23, 2016 წელს - 22, 2017 წელს(4 თვე) - 3. როგორც „ლიბერალის" მიერ პროკურატურიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაშია აღნიშნული, მათი გათავისუფლების მიზეზი კანონით დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, პროკურატურის მუშაკისთვის შეუფერებელი საქციელის ჩადენა და სამსახურებრივი დისციპლინის სისტემატური დარღვევა გახდა.