2018 წელს სიძულვილის მოტივის შესწავლა 210 საქმის ფარგლებში მიმდინარეობდა - პროკურატურა
საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს სიძულვილის მოტივის შესწავლა მიმდინარეობდა 210 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. კერძოდ:
პროკურატურის ინფორმაციით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 151 პირის მიმართ. მათგან, 15 პირს ბრალდება წარედგინა - სექსუალური ორიენტაციის ნიშნით; 12 პირს - გენდერული იდენტობის ნიშნით; 1 პირს - ეთნიკური ნიშნით; 1 პირს - რასის ნიშნით; 3 პირს - ეროვნული ნიშნით; 2 პირს - რელიგიის ნიშნით; 111 პირს - გენდერის/სქესის ნიშნით; 3 პირს - პოლიტიკური შეხედულების ნიშნით; 2 პირს - შშმ პირის ნიშნით; ხოლო 1 პირს - სხვა ნიშნით.