24 და 25 სექტემბერს ღამის საათებში რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

 
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ზაფხულის პერიოდში ინტენსიური მოძრაობის შედეგად, ავტომატური მოწყობილობების და სანათი საშუალებების ავტომანქანების გამონაბოლქვისგან გაწმენდისა და გარეცხვის  მიზნით,  24 და 25 სექტემბერს  ღამის 00:00 სთ-დან  07:00 სთ-მდე, აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მათივე ცნობით, დროის ამ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე იქნება შესაძლებელი. რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე კი 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.