26 უმდიდრესი ადამიანი იმდენივე ქონებას ფლობს, რამდენსაც მსოფლიოს მოსახლეობის უღარიბესი 50%
მსოფლიოს უმდიდრესი 26 ადამიანი იმდენივე ქონებას ფლობს, რამდენსაც მსოფლიოს 3,8 მილიარდი უღარიბესი ადამიანი, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის ნახევარს შეადგენს.
The Guardian-ის ინფორმაციით, საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam-ის ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს მდიდრები კიდევ უფრო გამდიდრდნენ, ღარიბები კი კიდევ უფრო გაღარიბდნენ.
ანგარიშის თანახმად, ქონების 1%-იანი გადასახადის დაკისრების შემთხვევაში, წელიწადში 418 მილიარდი დოლარი შეგროვდება, რაც საკმარისია იმისათვის, რომ საგანმანათლებლო სისტემის მიღმა დარჩენილმა ყველა ბავშვმა მიიღოს განათლება და უზრუნველყოს ჯანდაცვა, რომელიც სიკვდილიანობას 3 მილიონით შეამცირებს.
კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ:
ანგარიშის თანახმად, უთანასწორობა კიდევ უფრო იზრდება, რადგან ქვეყნები მსოფლიო მასშტაბით საჯარო სერვისებში არასაკმარის თანხას აბანდებენ. ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში დღეში დაახლოებით 10 000 ადამიანი კვდება ჯანდაცვის ნაკლებობის გამო, 262 მილიონი ბავშვი კი სკოლაში არ დადის, რადგან, ხშირ შემთხვევაში, მათ მშობლებს არ აქვთ საშუალება, სწავლების, უნიფორმების ან სასკოლო ინვენტარის საფასური გადაიხადონ.
Oxfam-ის თქმით, მთავრობებმა მეტი უნდა გააკეთონ საჯარო სერვისების უკეთ დასაფინანსებლად, უფრო სამართლიანი საგადასახადო სისტემის უზრუნველყოფით და კორპორაციებისა და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების მხრიდან გადასახადებისგან თავის არიდებასთან ბრძოლით.