300-ზე მეტი მედიაგამოცემა დღეს დონალდ ტრამპის საპასუხო კამპანიას იწყებს

 
„The Boston Globe“-ის ინიციატივით დონალდ ტრამპის წინააღმდეგ არაერთი მედიაგამოცემა გაერთიანდა. კამპანია ჰეშთეგით #EnemyOfNone 16 აგვისტოს იღებს სტარტს. ეს იქნება თავისუფლი პრესის მხარდაჭერა და პასუხი ტრამპისთვის, რომელიც პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ჟურნალისტებს ხშირად ესხმის თავს. აშშ-ის პრეზიდენტს მედია არაერთხელ დაუდანაშაულებია ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში და ხალხის მტერი უწოდებია. ტრამპის საპასუხოდ „The Boston Globe“-მა გამოაქვეყნა სარედაქციო სტატია, სათაურით - „ჟურნალისტები ხალხის მტრები არ არიან“ და სხვა გამოცემებსაც მსგავსი პასუხის გაცემისკენ მოუწოდა. „The Boston Globe“-ის ინიციატივას პირველად 100 გამოცემა გამოეხმაურა. თუმცა, BBC-ის ინფორმაციით, მათი რიცხვი ახლა უკვე 350-ს აღწევს. მათ შორის არიან ისეთი მსხვილი ამერიკული და საერთაშორისო მედიაგამოცემები, როგორებიცაა „The New York Times“ და „The Guardian“.