37 მილიონერი დეპუტატი უმრავლესობიდან - „მედიატორი“ სიას აქვეყნებს

 
დღეს მონიტორინგის ცენტრმა „მედიატორმა“ და პარტია „ახალმა საქართველომ“ ერთობლივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს. ლევან ხაბეიშვილმა საუბრისას აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის 115 დეპუტატიდან 37 მილიონერია. „ეს არის საბაზრო ღირებულებება იმ  ქონების, რომელსაც დეპუტატები ფლობენ, ცდომილება მაქსიმუმ შეიძლება 10%. უმრავლესობამ თანხა თავად მიუთითა, მაგრამ ვისაც არ აქვს მითითებული, ის საბაზრო ღირებულებით გამოვითვალეთ. ვიღაცებს გონივრულ ფასზე ნაკლები ეწერა ფასი. მაგალითად, ფალიაშვილზე 100$ ხომ ვერ იყიდი ბინას, ვიღაცებს ასეც ეწერათ“ - განუცხადა „ლიბერალს" ლევან ხაბეიშვილმა.