4 აპრილს ბუკიას ბაღში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ლეკვების გაჩუქების აქციას მართავს

 
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო 4 აპრილს ბუკიას ბაღში ლეკვების გაჩუქების აქციას მართავს. ღონისძიება მიძღვნილია უპატრონო ცხოველების საერთაშორისო დღისადმი, რომელსაც მსოფლიო 2011 წლიდან  ყოველ 4 აპრილს აღნიშნავს. „დარიგდება საინფორმაციო ბუკლეტები და მოქალაქეებს გაეწევათ სხვადასხვა სახის კონსულტაცია ცხოველების მოვლა-პატრონობის წესის დაცვისა  და ჰუმანური მოპყრობის დანერგვის მიმართულებით, რაც დადებითაც აისახება მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასა და ცხოველების პოპულაციის მართვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე" - ნათქვამია მერიის განცხადებაში.