4 წლის ბავშვი დაიღუპა - გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო

 
თბილისში 4 წლის გოგონას დაღუპვის ფაქტზე გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველომ გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ 2014 წელს დაბადებული ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ საქმეზე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.