7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას პატიმრობა შეეფარდა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას (მ.შ.-ს) გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
არასრულწლოვანი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რასაც ადვოკატიც დაეთანხმა.
ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს.
მ.შ. შემდეგი მუხლით არის ბრალდებული: არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
ბრალდება 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.