71% დაუჭერდა მხარს მუშების გაფიცვას მაშინაც, თუ ეს ტრანსპორტის მოძრაობას შეაჩერებდა - NDI

 
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. გამოკითხული მოსახლეობის 71% ამბობს, რომ დაუჭერდა მხარს მუშების გაფიცვას, მათი აზრით, უსამართლო შრომის პირობების გასაპროტესტებლად, მაშინაც კი, თუ გაფიცვა საჯარო მომსახურებას, მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას შეაჩერებდა.  79% კი ამბობს, რომ დაუჭერდა მხარს მუშების გაფიცვას, მათი აზრით, უსამართლო შრომის პირობების გასაპროტესტებლად.  _____________________________________________________ საზოგადოების განწყობა საქართველოში 2018 წლის ივნისის გამოკითხვის შედეგები  NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ ჩატარდა.  კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. საველე სამუშაოების თარიღები: 23 ივნისი - 8 ივლისი, 2018. 2409 დასრულებული ინტერვიუ (49% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,9%  მეთოდოლოგია  NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს  სტრატიფიცირება – მოსახლეობის დაყოფა შედარებით ჰომოგენურ ჯგუფებად  კლასტერინგი – თითოეული ჯგუფიდან (სტრატა) პატარა გეოგრაფიული არეალების შემთხვევითი შერჩევა  შინამეურნეობის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით  რესპონდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით  არ ხდება შემთხვევით შერჩეული შინამეურნეობის ან პიროვნების ჩანაცვლება  ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.