AI: თურქეთში გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილთა ნაწილს სცემდნენ და აუპატიურებდნენ

 
Amnesty International-მა შეაგროვა მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა ოფიციალურ თუ არაოფიციალურ გამოსასწორებელ ცენტრში თურქეთის გადატრიალებაში მონაწილეებზე ძალადობენ. ორგანიზაცია მოითხოვს დამოუკიდებელი მონიტორის შექმნას, რათა შესაძლებელი იყოს პირდაპირი კონტაქტი პატიმრობაში მყოფ პირებთან. Amnesty International-ს აქვს სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავებულებს 48 საათის განმავლობაში სტრესულ ვითარებაში ამყოფებდნენ - მათ საკვებს წყალს და სამედიცინო მედიკამენტებს არ აწვდიდნენ. აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და მიმართავდნენ შანტაჟს. უარეს შემთხვევაში კი, ზოგიერთ მათგანს სასტიკად უსწორდებოდნენ - სცემდნენ და აუპატიურებდნენ. „თურქეთის ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა შეაჩეროს ეს საზიზღარი პრაქტიკა და დაუშვას საერთაშორისო დამკვირვებლები ყველგან, სადაც დაკავებულთა დაკითხვა მიმდინარეობს“, - განაცხადა Amnesty International-ის ევროპელმა დირექტორმა, ჯონ დალჰუიზენმა. შაბათს თურქეთის პრეზიდენტმა საგანგებო ვითარების გამოცხადებასთან დაკავშირებით გამოუშვა ახალი ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, დაკავებულების პატიმრობაში ყოფნის დრო 4 დან 30 დღემდე გაიზარდა. ორგანიზაციის შეფასებით, ეს დაპატიმრებულებზე ძალადობის გაგრძელების საფრთხეს ქმნის და თანამდებობის პირებს მოუწოდებს, მიიღონ სამართლიანი სასამართლოს გამართვაში