BBC: ერაყი აცხადებს, რომ ქალაქი რამადი „ისლამური სახელმწიფოსგან" გაათავისუფლეს

 
ერაყის სამხედრო ძალების ინფორმაციით, ქალაქი რამადი „ისლამური სახელმწიფოსგან" გათავისუფლებულია. როგორც სამხედრო ძალების სპიკერმა განაცხადა, მათ დიდი გამარჯვება მოიპოვეს და ქალაქში სამთავრობო კომპლექსის თავზე ერაყის დროშა აღმართეს. BBC-ის ინფორმაციით, ჯიჰადისტურმა დაჯგუფებამ რამადი მაისში დაიკავა. ერაყის მთავრობა ქალაქის დასაბრუნებლად კვირების განმავლობაში იბრძოდა.