BBC: პოლიციის ცნობით, ორლანდოში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა
ფლორიდის შტატის პოლიციის ცნობით, ქალაქ ორლანდოში სროლას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა.
BBC-ის ცნობით, სროლა ორშაბათ დილით ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა.
დაახლოებით ერთი წლის წინ ორლანდოში მამაკაცმა გეიკლუბში ცეცხლსასროლი იარაღით 49 ადამიანი ჩახოცა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სიტუაცია „სტაბილურია".