DDT ქობულეთში აღარ დაუკრავს - ფესტივალი Kobuleti Ozone Fest ჩაიშალა

 
ქობულეთში აღარ გაიმართება 25 აგვისტოს დაგეგმილი მუსიკალური ფესტივალი Kobuleti Ozone Fest 2018, რომლის ფარგლებშიც უცხოეთიდან მოწვეულ ბენდებს, DDT-სა და Nemra-ს უნდა დაეკრათ.  „ძალიან ვწუხვართ, მაგრამ მთელი რიგი გარემოებების გამო, ფესტივალის მზადების პროცესი შეფერხდა, რამაც მის ხარისხიანად გამართვას საფრთხე შეუქმნა. დიდ ბოდიშს ვუხდით ყველას, ვინც აპირებდა ფესტივალზე დასწრებას. იმედია, უცხოეთიდან მოწვეული ბენდები, DDT და Nemra გაისად, მეათე საიუბილეო Tbilisi Open Air-ზე გამოვლენ. მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია". ვინც უკვე შეიძინა Kobuleti Ozone Fest 2018-ის ბილეთები, ფესტივალის ორგანიზატორები სთავაზობენ ან ბილეთის საფასურის დაბრუნებას, ან Tbilisi Open Air 2019-ის სამდღიან სრულ აბონემენტს.