EMC: ტყიბულში მოლაპარაკება დასრულდა, გაფიცულებს 7%-ით სახელფასო ზრდა შესთავაზეს

 
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ტყიბულში მოლაპარაკება რომელიც 4 საათზე მეტს გაგრძელდა, დასრულებულია. მათი თქმით, საწარმომ გაფიცულებს დაუყოვნებლივ 7%-ით სახელფასო ზრდა შესთავაზა. აპრილის დასაწყიში კი დამატებით 3%-ით ხელფასების გაზრდა. „საწარმო ასევე, თანახმაა გაცდენილი დღების ნაწილი აანაზღაუროს, ნაწილს საშვებულებო დღედ გააფორმებს. აგრეთვე, გადაიხედება შრომის პირობები", - ავრცელებს ინფორმაციას EMC. მათივე თქმით, შეთანხმების პროცესს მხოლოდ საგაფიცვო კომიტეტი და გაფიცულების მცირე ნაწილი ესწრებოდა. როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას EMC-ის იურისტი ანანო ცინცაბაძე ამბობს, შეხვედრის დასრულების შემდეგ კომპანიის შეთავაზება იქ მყოფ 50-მდე მეშახტეს გააცნეს, რომლებიც აღნიშნულ შეთავაზებას დასთანხმდნენ. ცინცაბაძის თქმით, დანარჩენი გაფიცულებისთვის ამ შეთავაზების შესახებ უცნობია, რადგან ისინი მოლაპარაკების დასრულებისას ადგილზე არ იმყოფებოდნენ. როგორც EMC-ის იურისტი ამბობს, კომპანიის შეთავაზებას დათანხმებული მეშახტეები ვალდებულნი არიან, ხვალ 12 საათიდან სამუშაოს დაუბრუნდნენ.