Express Bank-ი ქვეყნის მასშტაბით ქსელის გაფართოებას განაგრძობს

 
Express Bank-მა 5 ახალი სერვისცენტრი გაიხსნა. ახალი სერვისცენტრები თბილისსა და რეგიონებში შემდეგ მისამართებზე მდებარეობს: თბილისში, კახეთის გზატკეცილის N112-ში და ც.დადიანის N261-ში, წნორში თავისუფლების N13-ში, ფოთში დ.აღმაშენებლის N17-ში და ბათუმში გოგებაშვილის N32-ში. ახალ Express Bank-ის სერვისცენტრებში მომხმარებელს საშუალება ექნება მარტივად შეასრულოს ნებისმიერი სტანდარტული ტიპის საბანკო ოპერაცია, ასევე ისარგებლოს Express კრედიტით და Express ანაბრით. Express Bank-ი მომხმარებელს ყოველთვიურად სთავაზობს მისთვის საჭირო და საინტერესო შეთავაზებებს. საქართველოს მასშტაბით, მომხმარებელს ყველაზე მარტივი მომსახურება Express Bank-ის 100-ზე მეტ სერვისცენტრში შეუძლია მიიღოს. დამატებითი ინფორმაციისთვის Express Bank-ის მომსახურებასთან დაკავშირებით, გთხოვთ ეწვიოთ: www.ebank.ge