GEM FEST-იდან საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ანაკლიაში GEM FEST-ზე ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. შსს-ში აცხადებენ, რომ ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.