IDFI-ს დირექტორი პროექტ „ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის“ წევრად აირჩიეს

 
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი „ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის“ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ წევრად აირჩიეს. მმართველი კომიტეტი OGP-ის (ღია მმართველობის პარტნიორობის) აღმასრულებელი და გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა, რომელიც ადგენს და იცავს პარტნიორობის ღირებულებებსა და ინტერესებს. „ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტი“ (OGP) შედგება 22 წევრისგან, რომელთაგან 11 სამთავრობო და 11 სამოქალაქო პირია. კომიტეტის წევრებს 3 წლით ირჩევენ, შესაძლებელია, წევრობის მეორე ვადით გახანგრძლივებაც. გიორგი კლდიაშვილი - OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრობის კანდიდატად საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა, ნილს სკოტმა წარადგინა. სარეკომენდაციო წერილები მოლდოვის ღია მთავრობის ინსტიტუტის პრეზიდენტმა ვერონიკა კრეტუმ და ტომ ბლანტონმა, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ეროვნული უსაფრთხოების არქივის დირექტორმა გაგზავნეს.