IPSOS-ის კვლევა „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით – საპარლამენტო არჩევნებში: 25% – „ოცნება“, 18% – გაერთიანებული ოპოზიცია

 
„რუსთავი 2“ კვლევითი ორგანიზაცია IPSOS-ის მიერ წარმოებულ წინასაარჩევნო კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის შედეგების მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% ხმას „ქართულ ოცნებას” მისცემდა, 18% – „გაერთიანებული ოპოზიციას”, ხოლო 7% – „ევროპული საქართველოს”. მეოთხე და მეხუთე ადგილებს 3-3%-ით „პატრიოტთა ალიანსი” და „ლეიბორისტული პარტია”  ინაწილებენ. გამოკითხულთა 18% ამბობს, რომ არ იცის, რომელ პარტიას მისცემს ხმას. 17% არც ერთი პარტიის მხარდაჭერას არ აპირებს, ხოლო 9% პასუხზე უარს აცხადებს. ალოკაციის გათვალისწინებით (ალოკაცია არის ხმის დათვლის ისეთი საშუალება, როდესაც რესპონდენტი ღიად არ ასახელებს ფავორიტ კანდიდატს, თუმცა ანალიტიკოსები მაინც ხვდებიან, ვისთვის აპირებს ის ხმის მიცემას), მაჩვენებლები ასე ნაწილდება: „ქართული ოცნება" – ბიძინა ივანიშვილი 29,2% „გაერთიანებული ოპოზიცია" – 22% „ევროპული საქართველო" – 10,4 „ლეიბორისტული პარტია" – 4,9 „პატრიოტთა ალიანსი" – 4,7. „რუსთავი 2-ი”ს ინფორმაციით, IPSOS-ის კვლევა მიმდინარე წლის 1-14 მაისის პერიოდს მოიცავს. გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევის მეთოდით 1 540 რესპონდენტი. კვლევის შესაძლო ცდომილების ზღვარია +/–2.2%.