ISFED: პარლამენტში 73 მაჟორიტარიდან საკანონმდებლო ინიციატივით მხოლოდ 36 გამოვიდა
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ანგარიშის თანახმად, მე-8 მოწვევის პარლამენტში 73 მაჟორიტარიდან საკანონმდებლო ინიციატივით მხოლოდ 36 დეპუტატი გამოვიდა. ჯამში მათ სულ 331 საკანონმდებლო ინიციატივა ჰქონდათ.
2012 წლის ნოემბრიდან 2015 წლის საშემოდგომო სესიის ჩათვლით მაჟორიტარმა დეპუტატებმა არასაპატიო მიზეზით 378 სხდომა გააცდინეს. 73 მაჟორიტარი დეპუტატიდან პარლამენტის სხდომა არასოდეს გაუცდენია 11 დეპუტატს. 8 დეპუტატმა გააცდინა ერთხელ, ხოლო 2-ჯერ და მეტჯერ სხდომა გააცდინა 54-მა დეპუტატმა.
საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი სისტემით არჩეულ წევრებს შორის 7 დეპუტატს მე-8 მოწვევის პარლამენტში არ უსარგებლია პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლებით და ამასთან, არ ჰქონია საკანონმდებლო ინიციატივა.
ISFED-ის თანახმად, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლებით ყველაზე მეტჯერ ისარგებლეს შემდეგმა დეპუტატებმა:
სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლიათ შემდეგ დეპუტატებს:
ISFED-ის თანახმად, დეპუტატების მიერ არასაპატიო მიზეზით გაცდენილი პლენარული სხდომების სიხშირის მიუხედავად, მე-8 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი წევრებიდან ხელფასი დაექვითა მხოლოდ 5 დეპუტატს. ჯამში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის პლენარული სხდომების გაცდენისთვის დაქვითული ხელფასის რაოდენობა ასეთია: