LIVE ► სპეცრაზმმა აქციის დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო
პოლიცია აქციის დასაშლელად წყლის ჭავლს, რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებს. ასევე პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. სპეცრაზმის მიმართულებით აქციის მონაწილეებიც სხვადასხვა ნივთებს ისვრიან. დაშავებულთა რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.