►LIVE „მეტი რაღა უნდა მოხდეს“ - „ბირჟა მაფიის" რეპერების მხარდასაჭერად აქცია იმართება
„ბირჟა მაფიის" რეპერების მხარდასაჭერად მოქალაქეები რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან. ისინი პარლამენტის შენობამდე საპროტესტო აქცია-მსვლელობას გეგმავენ.
„ვიდეო-რგოლის შინაარსით უკმაყოფილო შსს-მ მუნდირის ღირსება მათთვის ნარკოტიკების ჩადებით დაიცვა.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე დაკავებულმა უარყო ბრალდება, მოსამართლემ არ გაითვალისწინა და წინასწარ პატიმრობაში დატოვა დაკავებულები.
„ბირჟა მაფიის“ წევრებს, მიშკა მგალობლიშვილსა და გიორგი ქებურიას 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
მართლსაჯულებამ კიდევ ერთხელ დაგვცინა და პოლიციელი გოდერძი თევზაძე, რომელსაც ბრალად ედებოდა დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანა, სასამართლომ გაამართლა.
ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა უნდა დასრულდეს !“,- ამბობენ აქციის ორგანიზატორები.
გუშინ სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჯგუფი „ბირჟა მაფიის“ წევრები გიორგი ქებურია და მიშკა მგალობლიშვილი დააკავა. გუშინვე, ორივე მათგანს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ისინი ბრალს არ აღიარებენ და დაკავებას უკავშირებენ კლიპს, რომელშიც პოლიციელს აშარჟებენ.
შსს-მ ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ წევრები ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა
დაკავებული რეპერი ბრალს არ აღიარებს - მეუღლე დაკავებას ვიდეოკლიპს უკავშირებს
დაკავებული რეპერი: მირტყამდნენ თავში, მაიძულებდნენ აღიარებას, რომ ნარკოტიკი ჩემი იყო
FlowFlow Magazine: გამოდის, რომ არ შემიძლია სიმღერა დავწერო იმაზე, რაც მაწუხებს