MDF: GDS-ს, მაესტროსა და 1TV-ს შორის გამოტოვებული თემების მხრივ მსგავსება გამოიკვეთა
„მედიის განვითარების ფონდი" (MDF) ტელევიზიების საინფორმაციო გადაცემების სარედაქციო პოლიტიკის 1-16 ოქტომბრის პერიოდის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. ორგანიზაციის თანახმად, საღამოს საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ „რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლის დედის მიმართ 2 წლის დაგვიანებით დაწყებული გამოძიება, რომელიც მოსამართლის ინტერესთა კონფლიქტს შეეხებოდა, რუსთავი 2-ის და ტაბულას გარდა, არცერთ არხს არ გაუშუქებია".
მონიტორინგის შედეგების თანახმად, პრიორიტეტული თემების გაშუქების მხრივ რუსთავი 2-ისა და ტაბულას საინფორმაციო გამოშვებების ბადეები მეტად ემთხვეოდა ერთმანეთს, ამასთან საზოგადოებრივ მაუწყებელს, მაესტროსა და GDS-ს, ასევე ნაწილობრივ იმედს შორის გამოტოვებული თემების მხრივ მსგავსება გამოიკვეთა.