MDF-ის ანგარიში - ოთხი მედია, რომელიც ანტიდასავლური გზავნილების მთავარი წყაროა

 
მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ერთწლიანი მედიამონიტორინგის შედეგების ანალიზი წარმოადგინა, რომლის მიზანი 2017 წელს ქართულ მედიაში გამოვლენილი ანტიდასავლური გზავნილების და ყალბი ინფორმაციის ტიპოლოგიის შესწავლა იყო. დაკვირვება როგორც მედიასაშუალებებზე, ასევე სხვა წყაროებზე - პოლიტიკურ კლასზე, სასულიერო პირებზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენლებზე მიმდინარეობდა. როგორც კვლევის ანგარიშშია ნათქვამი, წინა წლებთან შედარებით თითქმის გასამმაგებულია ანტიამერიკული გზავნილები (25,9%), რომელთაც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი (18,4%) და დასავლეთი (14,1%) მოსდევენ. ასევე, კვლევის შედეგებით, 2016 წელთან შედარებით გაორმაგებულია გზავნილები ევროკავშირის წინააღმდეგ (13,4%), მაშინ, როცა იდენტობის დაკარგვასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ანტიდასავლურ კონტექ- სტში გაკეთებული კომენტარები (12,9%) თითქმის განახევრებულია. წინა წლებისგან განსხვავებით, კვლევის ანგარიშში ნათქვამია, რომ ასევე ვხვდებით უფრო მკაფიო შეფასებებს რუსეთის დასავლეთის ალ- ტერნატივად წარმოჩენისა და საბჭოთა კავშირის იდეალიზების მხრივ (7,2%). კვლევის ანგარშის თანახმად, ანტიდასავლური გზავნილების მთავარი წყარო, წინა წლების მსგავსად, მედია (827) იყო, რომელსაც პოლიტიკოსები (463) და საზოგადოება (411) მოსდევენ; შემდეგ ადგილზე არიან საზოგადოებრივი ორგანიზაციები (230) და სასულიერო პირები (37). მედია მონიტორინგის შედეგად სულ 33 საზოგადოებრივი ორგანიზაციის ანტიდასავლური გზავნილი გამოვლინდა, რომელთაგან ყველაზე აქტიური ულტრამემარჯვენე გაერთიანება „ქართული მარში“, გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობასთან დაკავშირებული „სახალხო კრება“, „ევრაზიული ინს- ტიტუტი“, „უფლებადამცველთა გაერთიანება“, „გლობალური კვლევების ცენტრი“ და „სტალინი“ იყო. კვლევის ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: ანტიდასავლური პროპაგანდა