NDI: 46% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

 
NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 46% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ეს 2009 წლიდან დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 26% მიიჩნევს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება. 25%-ის აზრით კი, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. 2018 წლის დეკემბერში, NDI-ის ბოლო კვლევისას, გამოკითხულთა 8%-ით ნაკლები - 38% მიიჩნევდა, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, პატარა ქალაქების მცხოვრებლებშია (54%), ყველაზე დაბალი აზერბაიჯანულ დასახლებებში - 20%. თბილისში კი გამოკითხულთა 52% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. კვლევა 2019 წლის 28 მარტი - 15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2.927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილებისზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.