NDI: ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა მნიშვნელოვნად მხოლოდ 23%-ს მიაჩნია

 
NDI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის მხოლოდ 23% მიიჩნევს, რომ ლგბტ თემის უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია. გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ 44%-ის აზრით, ამ ჯგუფს მიკუთვნებული ადამიანების უფლებების დაცვა უმნიშვნელოა, 26%-ს კი ნეიტრალური პოზიცია აქვს. 6% პასუხის გაცემაზე უარს ამბობს.  ორგანიზაციამ ეს შეკითხვა მოსახლეობას 2015 წლის აპრილშიც დაუსვა. მაშინ მხოლოდ 21% მიიჩნევდა ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას მნიშვნელოვნად, 49% კი - უმნიშვნელოდ.  კვლევამ ასევე აჩვენა, რომ შშმ პირთა უფლებების დაცვას მნიშვნელოვნად მიიჩნევს 93%, ეთნიკური უმცირესობების - 60%, რელიგიური უმცირესობების - 60%. _____________________________________________________ საზოგადოების განწყობა საქართველოში 2018 წლის ივნისის გამოკითხვის შედეგები  NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველომ ჩაატარა.  კვლევა წარმოებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. საველე სამუშაოების თარიღები: 23 ივნისი - 8 ივლისი, 2018. 2409 დასრულებული ინტერვიუ (49% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,9%  მეთოდოლოგია  NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს  სტრატიფიცირება – მოსახლეობის დაყოფა შედარებით ჰომოგენურ ჯგუფებად  კლასტერინგი – თითოეული ჯგუფიდან (სტრატა) პატარა გეოგრაფიული არეალების შემთხვევითი შერჩევა  შინამეურნეობის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით  რესპონდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით  არ ხდება შემთხვევით შერჩეული შინამეურნეობის ან პიროვნების ჩანაცვლება  ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.