NDI: მოსახლეობის 41%-ის აზრით, მომავალი პრეზიდენტი „ქართული ოცნებიდან" არ უნდა იყოს

 
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, მოსახლეობის 41%-ს მიაჩნია, რომ უკეთესი იქნება, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატი არ მოიგებს.  მოსახლეობის 35%-ს მიაჩნია, რომ ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, თუ მმართველი პარტიის ხელში იქნება პარლამენტიც, მთავრობაც და პრეზიდენტის ინსტიტუტიც.  _______________________________________________________________ საზოგადოების განწყობა საქართველოში 2018 წლის ივნისის გამოკითხვის შედეგები  NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ ჩატარდა.  კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. საველე სამუშაოების თარიღები: 23 ივნისი - 8 ივლისი, 2018. 2409 დასრულებული ინტერვიუ (49% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,9%  მეთოდოლოგია  NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს  სტრატიფიცირება – მოსახლეობის დაყოფა შედარებით ჰომოგენურ ჯგუფებად  კლასტერინგი – თითოეული ჯგუფიდან (სტრატა) პატარა გეოგრაფიული არეალების შემთხვევითი შერჩევა  შინამეურნეობის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით  რესპონდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით  არ ხდება შემთხვევით შერჩეული შინამეურნეობის ან პიროვნების ჩანაცვლება  ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.