NDI: მოსახლეობის 60% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს

 
NDI-ს კვლევის შედეგების მიხედვით,მოსახლეობის 60% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს. 60%-დან, ვინც დავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, 37% ამბობს, რომ უმუშევარია და ეძებს სამსახურს. რაც შეეხება ოჯახის დანახარჯებსა და შემოსავლებს, მოსახლეობის 21% ამბობს, რომ გასულ თვეს მისი ოჯახის შემოსავალი 301-500 ლარს შეადგენდა, ხოლო 17%-ის განცხადებით, მათი ოჯახის შემოსავალი 181 – 300 ლარი იყო. აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 29 ნოემბერი - 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).  კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო. 2, 298 დასრულებული ინტერვიუ (გამოპასუხება 48%);