NDI: მთავრობის საქმიანობას ცუდად 32% აფასებს, ხოლო კარგად - 13%

 
მოსახლეობის 32% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, კარგად კი მხოლოდ 13%, - ნათქვამია NDI-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევაში. შეკითხვაზე, როგორ შეაფასებთ არსებული მთავრობის საქმიანობას, მოსახლეობის 53% მთავრობის საქმიანობას საშუალოდ აფასებს. აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).  კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი. 2, 298 დასრულებული ინტერვიუ (გამოპასუხება 48%); NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.