NGO-ები „კაბელების საქმეზე“: საქმის პოლიტიკური კონტექსტი ეჭვს ბადებს
„იქმნება განცდა, რომ „კაბელების საქმეში” მართლმსაჯულება არასათანადოდ და მიკერძოებულად განხორციელდა, რაც შესაძლოა, პოლიტიკური გავლენებით ყოფილიყო განპირობებული“, - არასამთავრობო ორგანიზაციები ე.წ. „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებთ განცხადებას ავრცელებენ.
მესამე სექტორი წარმომადგენლები ასახელებენ იმ კითხვებს, რომლებიც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩნდება:
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმის პოლიტიკური კონტექსტი ეჭვებს ბადებს და ამ კონტექსტად დასახელებულია მაშინდელი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ალასანიას შორის დაპირისპირება, რომელიც მინისტრის გადადგომით დასრულდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქმეს გრიფიტ საიდუმლო ედო, ხოლო ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი საქმის შესახებ ინფორმირებული იყო. ყურადღებას იქცევს ის ფაქტიც, რომ „კაბელების საქმეს“ პროკურატურამ მიანიჭა გრიფი საიდუმლოს სტატუსი და მას შემდეგაც არ მოხსნა, რაც პროკურატურას ომბუდსმენმა მოუწოდა, რომ პროკურატურას გაესაიდუმლებინა საქმის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც შეიცავდა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ინფორმაციას და მაგვარად უზრუნველ ეყო დაცვის მხარისთვის სისხლის სამართლის საქმის მასალებზე ხელმისაწვდომობა. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანიდან მალევე პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში აჩვენა სტრატეგიული საიდუმლო ინფრასტრუქტურის ქსელის შესახებ ინფორმაცია, რაც, ამ საქმის გასაიდუმლოების ერთ-ერთი საფუძველი იყო.
არასამთავრობოების განცხადებით, საქმეს დეტალურად სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების შესწავლის შემდეგ შეფასებენ.
ე. წ. „კაბელების საქმეში“ თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი ცნო და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მოუსაჯა.
განცხადებას ავრცელებენ:
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI Georgia)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
ინფორმაციის თავისუფლებისა განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი