NGO-ები მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავების თაობაზე ხელისუფლებას მიმართავენ

 
ორი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი" და „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი" დემირელის კერძო კოლეჯის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავების თაობაზე საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს. მიმართვის ტექსტს „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ.  ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებით ეჭვი ჩნდება საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაზე უცხო ქვეყნის შესაძლო პოლიტიკური  ზეგავლენის შესახებ. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაიცვას საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა უცხო ქვეყნის პოლიტიკური გავლენისგან. თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 2002 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. 2002-2007 წლებში ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმის მასწავლებელი იყო. 2012-2016 წლებში „ჩაღლარის“ სასწავლო დაწესებულებების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა. საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნით ემრე ჩაბუქს 3- თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. მუსტაფა ემრე ჩაბუკის ადვოკატები გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, ასევე დაკავებული საქართველოს ხელისუფლებას ლტოლვილის სტატუსის მიღების მოთხოვნით მიმართავს.