National Geograghic-ის ფოტოგრაფი შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების მნიშვნელობაზე
ზაფხულში არასამთავრობო ორგანიზაციის - "ხელი ხელს" საოჯახო საცხოვრისებს National Geographic Magazine-ის ფოტოგრაფი Ami Vitale სტუმრობდა. მან Open Society Mental Health Initiative-ის ინიციატივით ფოტოპროექტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საოჯახო ტიპის საცხოვრისების მხარდაჭერისა და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ადვოკატირებისთვის, გადასაღებ სივრცედ სწორედ საქართველოში არსებული ორგანიზაცია შეარჩია. მიმდინარე კვირის განმავლობაში მის ინსტაგრამის გვერდზე ორგანიზაციის ბენეფიციარების ისტორიები იდება.
"ლიბერალი" გთავაზობთ ფოტოპროექტის რამდენიმე ფოტოს, თავისი ისტორიებით.
...
პირველი ფოტო ორგანიზაციის დამფუძნებელ მაია შიშნიაშვილსა და მის შვილზე, ლევანზეა:
"ლევანის სიყვარული მაძლევს ძალას, რომ ვიბრძოლო ცვლილებებისთვის. მან ჩამომაყალიბა ისეთ ადამიანად, როგორიც ახლა ვარ. როდესაც ვიღლები, ის მეხუტება, ჩემი დაღლაც ქრება და მე ვიწყებ ისევ ბრძოლას" - მაია შიშნიაშვილი
"ხელი ხელს" ორგანიზაციის მიზანია დიდი ინსტიტუციებიდან საოჯახო ტიპის გარემოში სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანების გადაყვანა. ისინი იწყებენ ნომრალურ ცხოვრებას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ერთვებიან.
შესაძლებელია ისეთი მსოფლიოს შექმნა, სადაც პატივს ვცემთ შესაძლებლობებს, გვაქვს თავისუფლება, არჩევანი, ღირსება და ჩვენი ცხოვრების მართვის უფლება."
...
"შეზღუდული შესაძლებლობით ცხოვრება არ ნიშნავს იცხოვრო მხიარულების, შინაარსის და ბედნიერების გარეშე. ამ ზაფხულს საინტერესო კვირა გავატარე ისეთ ადამიანთან, როგორიცაა გიორგი, არასამთავრობო ორგანიზაციაში „ხელი ხელს“, თბილისში, სადაც აღვბეჭდავდი შშმ პირების ისტორიებს, რომელთა ცხოვრებაც შინაარსიანია, რადგან ცხოვრობენ სახლებში და არა დიდ ინსტიტუციებში. „ხელი ხელს"-ს მიზანია შექმნას მოსიყვარულე, ჯანმრთელი გარემო და დიდი ინსტიტუციებიდან გადმოიყვანონ ხალხი სახლებში, რათა მათ იცხოვრონ ნორმალურად", - წერს თავის ინსტაგრამზე ფოტოგრაფი.
...
"ნათია თავის სახლში, გურჯაანში.
ის ადრე სპეციალური საჭიროების მქონე დიდ ინსტიტუციაში (თავშესაფარში) ცხოვრობდა. იქ მას იმის თავისუფლებაც კი არ ჰქონდა, რომ თავის მეგობრებთან ერთად საჭმელები მოემზადებეინა.
დღეს კი, "ხელი ხელს" დახმარებით, ნათია მეგობრებთან ერთად სრულყოფილი და აზრიანი ცხოვრებით ცხოვრობს.
საქართველოში კიდევ ბევრი ადამიანია მოთავასებული დიდი ზომის ინსტიტუციებში, საზოგადოებისგან გარიყულები და არ მიუწვდებათ ხელი განათლებაზე, სამუშაოზე და ჯანმრთელობის დაცვაზე. ბევრი მოზარდი ასეთ ინსტიტუციაში ბავშვობიდან მოყოლებული ცხოვრობს."
...
”ბამბის ნაყინისა და ატრაქციონების გარეშე არ სრულდება დათოს ზღაპრული დღე.
საქართველოში "ხელი ხელს"-ის საოჯახო ტიპის საცხოვრისებში შთაბეჭდილებებით სავსე კვირა გავატარე. სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ვიღებდი, რომლებიც ინსტიტუციებში ცხოვრების ერთფეროვნების შემდეგ იწყებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას.
ორგანიზაციის ”ხელი ხელს” მიზანია დაეხმაროს ადამიანებს შეზღუდული შესაძლებლობით ინსტიტუციებიდან გამოსვლაში შეუქმნას მზრუნველი გარემო და მხარი დაუჭიროს მათ დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე”