OCCRP: იმ თემაზე მუშაობას, რომელსაც მუხთარლი იძიებდა, ჩვენ გავაგრძელებთ

 
ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების ინსტიტუტი (The Organized Crime and Corruption Reporting Project) აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს: „აფგან მუხთარლი არის აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც მუშაობდა მედიაორგანიზაციებში MeydanTV-სა  და OCCRP-ში. აფგან მუხთარლი, რომელიც თბილისში ცხოვრობდა, 24 მაისს სახლთან ახლოს გაუჩინარდა და მეორე დღეს აზერბაიჯანში დააკავეს,  სადაც მას ბრალი წაუყენეს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, კონტრაბანდისა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. OCCRP გააგრძელებს მუშაობას აფგან მუხთარლის გასათავისუფლებლად. მისი დაკავება არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპს და არის ქართული  კანონმდებლობის დარღვევა. მისი ადვოკატის განცხადებით, მუხთარლი უარყოფს ყველა ბრალდებას და აცხადებს, რომ იგი გაიტაცეს, სცემეს, ჯიბეში ფული ჩაუდეს, გადაიყვანეს საზღვარზე და აზერბაიჯანის ხელისუფლებას გადასცეს.  მუხთარლი მუშაობდა სტატიაზე, რომელიც საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესს შეეხებოდა. OCCRP გააგრძელებს იმ თემაზე მუშაობას, რომელსაც მუხთარლი იძიებდა. როდესაც 2014 წელს ჩვენი პარტნიორი ჟურნალისტი ჰადიჯა ისმაილოვა ბაქოში დააკავეს OCCRP-მა განაგრძო მის მასალაზე მუშაობა და გამოაქვეყნა.  შეტყობინება ნათელია, შეუძლიათ დააპატიმრონ ერთი ჟურნალისტი, თუმცა მათ სათქმელს სხვა უამრავი ჟურნალისტი იტყვის. სიმართლე გამოაშკარავდება“,- ნათქვამია განცხადებაში. ადვოკატი: მუხთარლი 3-მა პირმა გაიტაცა, რომელთაგან 2 პოლიციის ფორმაში იყო, 1 - სამოქალაქოში პარლამენტის წინ აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს