Sky news-ის ცნობით, სკოტლენდ იარდმა ლონდონის ტერაქტის შემსრულებლების ვინაობა დაასახელა
სკოტლენდ იარდმა ლონდონში 3 ივნისს მომხდარი ტერაქტის მომწყობთა ვინაობა დაასახელა: დუბლინში მცხოვრები 30 წლის მაროკო-ლიბანელი რაშიდ რედვანი და 27 წლის ხურან ბათი.
ბათზე MI5-მა გამოძიება ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო და გასულ წელს chanel 4-ის დოკუმენტურ ფილმში „ ჯიჰადისტი მეზობლადაც“ იყო ნახსენები.
ხურან ბათი პაკისტანელი ლტოლვილია და ბრიტანეთში გაიზარდა.
ჯერჯერობით, დგინდება მესამე თავდამსხმელის ვინაობა.