TDI: შაჰინის სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმება სავარაუდოდ, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას

 
„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (№ 89/ნ) ბრძანების მე-3 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს ცენტრის ფუნქციებს. ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ცენტრის უფლებამოსილება ამოიწურება ფორმალურ განათლებასთან მიმართებით და მას არ აქვს უფლება ჩაერიოს არაფორმალური განათლების მიწოდება/მიღების პროცესში. აქედან გამომდინარე, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის 2015 წლის მითითება/გადაწყვეტილება  თურქული სექტორის გაუქმების თაობაზე მოკლებულია ლეგიტიმურ საფუძველს და წარმოადგენს უფლებამოსილების გადამეტებას, მოსწავლეების განათლების, პიროვნული განვითარებისა და შეკრების კონსტიტუციურ უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას.“,- ნათქვამია განცახდებაში.