TI: გახმაურებული საქმეების გამოძიების შესახებ ინფორმაცია დახურულია
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებით, გახმაურებული საქმეების გამოძიების შესახებ ინფორმაცია დახურულია.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო წლების გახმაურებული საქმეების შესახებ საჯაროდ არსებული ინფორმაცია აჩენს კითხვებს სამართალდამცავი უწყებების არაეფექტიანი და ზოგიერთ შემთხვევაში, შერჩევითი რეაგირების შესახებ. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლამდე ჩადენილი გახმაურებული დანაშაულების დიდ ნაწილში კონკრეტულ მაღალი თანამდებობის პირებს ბრალი წარედგინათ, სისტემურ დანაშაულებში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა არ მომხდარა. არსებობს ეჭვი, რომ ისინი, შესაძლოა, დღესაც ინარჩუნებდნენ თანამდებობებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მოუწოდებს:
ქვემოთ მოყვანილ ჩამონათვალში იხილავთ როგორც საქმეებს, რომელთა თაობაზეც გამოძიება უკვე 5 წელია მიმდინარეობს (მაგ.ბარბარე რაფალიანცის საქმე, მოსამართლის თანაშემწეზე ზეწოლის საქმე და სხვ.), ასევე მიმდინარე წლის გახმაურებულ საქმეებს (მაგ. აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმე, გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის საქმე და სხვ.).
უკანონო თვალთვალი/ფარული ჩანაწერების გავრცელება
სამართალდამცავთა მიერ დანაშაულის ჩადენის შესაძლო შემთხვევები
წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარი დაპირისპირებები
სხვა გახმაურებული საქმეები
სრულად განცხადება იხილეთ აქ.