Tbilisi Open Air 2019-ის წლის მონაწილეთა ვინაობა ცნობილია

 
„ფაბრიკაში" Tbilisi Open Air 2019-ის ლაინაფი მედიას გააცნეს.  ფესტივალი 21, 22, 23 ივნისს Lisi Wonderland -ში გაიმართება. ფესტივალის ჰედლაინერები არიან: Franz Ferdinand;  Mogwai; Unkle; David August; Rhye; The Subways; MIchelle Gurevich; 12000 micrograms; მწვანე ოთახი  7 აპრილის ჩათვლით სამდღიანი აბონემენტის ღირებულება 125 ლარს შეადგენს. ორგანიზატორების თქმით, საწყის ეტაპზე აბონემენტები გაიყიდება შეზღუდული რაოდენობით (1500 ბილეთი). თიბისის ნებისმიერი ბარათით გადახდის შემთხვევაში ღირებულება 20% შემცირდება.  8 აპრილიდან აბონემენტის ღირებულება 180 ლარამდე გაიზრდება.