The Rolling Stones-ის დრამერი ჩარლი უოტსი გარდაიცვალა

 
ინფორმაცია BBC-მ მუსიკოსის აგენტზე დაყრდნობით გაავრცელა. ბრიტანელი მუსიკოსი 24 აგვისტოს, ლონდონის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა, ოჯახის წევრების გარემოცვაში. ის 80 წლის იყო. აგვისტოში ჩარლი უოტსმა უარი თქვა The Rolling Stones-ის საგასტროლო ტურში მონაწილეობაზე, რომელიც მანამდე პანდემიის გამო გადაიდო. ჩარლი უოტსი - ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი დრამერია. მისი სახელი მუდმივადაა გამოჩენილი დრამერების სიაში, რომლებსაც მუსიკალური გამოცემები ადგენენ. 1963 წლიდან ის ჯგუფ The Rolling Stones-სთან უკრავდა.