აჭარაში „რესპუბლიკელების" სიის პირველი ნომერი დავით ბერძენიშვილი იქნება

 
აჭარაში „რესპუბლიკურ პარტიას" სათავეში ჩაუდგება საპარლამენტო ფრაქცია „რესპუბლიკელების" თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი. იგი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში პარტიული სიის პირველი ნომერი იქნება და ავტონომიურ რესპუბლიკაში პარტიის საარჩევნო კამპანიას უხელმძღვანელებს.  „საქართველოში 8 ოქტომბერს ორი არჩევნებია. თავისუფლების ლოდის ტარებაში, ჩოლოქს გაღმა-გამოღმა „რესპუბლიკელებს“ ჩვენი მონაპოვარი გვაქვს; ჩვენი დასაცავი თავისუფლება გვაქვს, ამიტომაც ვაქცევთ პარლამეტის არჩევნებთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.