აჭარის მთავრობა გეგმავს, მუსლიმებს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ალტერნატივა შესთავაზოს

 
აჭარელ მუსლიმებს, რომელთაც ბათუმში ასლან აბაშიძის ქუჩაზე მეჩეთის აშენებაზე მერიამ უარი უთხრა, შესაძლოა, ალტერნატივა შესთავაზონ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ისაუბრა.  მისი თქმით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მუსლიმი თემი აქტიურად იქნება ჩართული.  „მე ვფირობ, რომ ეს იქნება ძალიან კარგი, ღირსეული შეთავაზება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის, რეგიონის და ბათუმის განვითარებას. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, კონკრეტული შეთავაზება და ამას უახლოეს დღეებში გავაჟღერებთ. ეს არის სწორი განვითარების გეგმა, რაც ვფიქრობ მისაღები იქნება მუსლიმებისთვისაც“ - „ბათუმელების" ინფორმაციით ამის შესახებ პატარაძემ დღეს განაცხადა.  ბათუმის მერიამ საინიციატივო ჯგუფს მეჩეთის აშენების ნებართვა არ მისცა. ბათუმის მერია უარს იმით ასაბუთებს, რომ ტერიტორია, სადაც მუსლიმები მეჩეთის აშენებას ითხოვენ, მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონას წარმოადგენს, სადაც საცხოვრებელი სახლები დომინირებს.