აჭარის პოლიციას კახა ბუხრაძე აღარ უხელმძღვანელებს

 
აჭარის პოლიციას კახა ბუხრაძე აღარ უხელმძღვანელებს - ამის შესახებ ინფორმაცია „აჭარის ტელევიზიას" შსს-ში დაუდასტურეს.  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სამინისტროში ამბობენ, რომ კადრების როტაცია მიმდინარეობს, რის შედეგადაც, საპატრულო პოლიციის აჭარის სამმართველოს უფროსი კახა ბუხრაძე  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის უფროსად გადაიყვანეს. 11-12 მარტს ბათუმში მომხდარი დაპირისპირების დროს, მოქალაქეთა ერთ-ერთი მოთხოვნა ბუხრაძის გადადგომა იყო.