ადამიანის უფლებებზე მომუშავე NGO-ები პრეზიდენტს გიორგი მამალაძის შეწყალებისკენ მოუწოდებენ

 
ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მამალაძის შეწყალებისკენ მოუწოდებენ.   მათი თქმით, საერთო სასამართლოების მიერ დადგენილი განაჩენები და მსჯავრდებული პირისა და მისი ადვოკატების ახსნა-განმარტებები აჩვენებს, რომ საქმეში დაირღვა არსებითი ხასიათის პროცესუალური და მატერიალურ-სამართლებრივი სტანდარტები. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ  დარღვევების გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნებენ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მიღებული განაჩენები არ აკმაყოფილებს დასაბუთებული გადაწყვეტილების სტანდარტს. ასევე, მათივე თქმით, საქმეზე არსებითი და გადამწყვეტი ხასიათის მტკიცებულება ეროვნული კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტის დარღვევით არის მოპოვებული, რაც მთლიანობაში გიორგი მამალაძის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე უთითებს. ზემოთ აღნიშნული დარღვევების გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მიღებული განაჩენები არ აკმაყოფილებს დასაბუთებული გადაწყვეტილების სტანდარტს. საქმეზე არსებითი და გადამწყვეტი ხასიათის მტკიცებულება ეროვნული კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტის დარღვევით არის მოპოვებული, რაც მთლიანობაში გიორგი მამალაძის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე უთითებს. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ობიექტურობა განსაკუთრებით სწორედ პოლიტიკური ინტერესის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებით იზომება, სამწუხაროა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა დეკანოზის საქმეზე მიუკერძოებლობის და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობის ეს ტესტი ვერ ჩააბარეს. ამ პირობებში ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ პრეზიდენტმა შეწყალების კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენოს და უსამართლო მართლმსაჯულების მძიმე შედეგებისა და უფლების დარღვევების აღმოფხვრა ამ გზით უზრუნველყოს", - ვკითხულობთ განცხადებაში.  ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) კონსტიტუციის 42-ე მუხლი ადამიანის უფლებათა ცენტრი ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საერთაშორისო გამჭვირვალება - საქართველო (TI)