ადვოკატი: აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილს დაცვა დაენიშნათ
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლეს, ლეილა მუსტაფაევასა და შვილს დაცვა დაენიშნა,- ამის შესახებ მუხთარლის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
რაც შეეხება მოწმეებს, ადვოკატის თქმით, მათთვის დაცვის დანიშვნის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„გადაწყვეტილება მიიღეს, რომ დაცვა დაენიშნოს ქალბატონ ლეილას და მის მცირეწლოვან შვილს. ასევე შეეძლებათ გამოიყენონ განგაშის ზარი. ასევე იმსჯელებენ მოწმეთა დაცვის საქმესთან დაკავშირებითაც და მოგვიანებით გვაცნობებენ ამის შესახებ”, - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.
ამ საკითხებზე სასაუბროდ ადვოკატი და მუსტაფაევა თბილისის ძველი პოლიციის #1 განყოფილებაში მივიდნენ და მის თანამშრომლებთან ერთად რამდენიმე საათი მსჯელობდნენ.