ადვოკატი: სმიტების მკვლელობაში ბრალდებული ექსპერტიზის ფსიქიატრიულ ბიუროშია გადაყვანილი

 
ხადის ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მალხაზ კობაურის  ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გადაყვანილია სამხარაულის ექსპერტიზის ფსიქიატრიულ ბიუროში, „რათა შემოწმდეს რამდენად შეეძლო ფიზიკურად გამხდარ მალხაზ კობაურს ამ ადამიანების მოკვლა და ქალის გაუპატიურება და რამდენად შეეძლო ფსიქიკურად ჯანსაღ ადამიანს აღნიშნული დანაშაული ჩაედინა".  „გადაყვანილია სამხარაულის ექსპერტიზის ფსიქიატრიულ ბიუროში. რეალურად, ბრალდების მხარე ამოწმებს თავის ვერსიას, რამდენად შეეძლო ამ ფიზიკურად გამხდარ და პატარა ადამიანს, რომ ჯერ ორი ადამიანი მოეკლა, მერე გაეუპატიურებინა ქალი და მოეკლა ის. რამდენად შეეძლო ფსიქიკურად ჯანსაღ ადამიანს გაეკეთებინა ეს“,- ამბობს სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.