აფეთქების შედეგად დაშავებული 5 ბავშვი იაშვილის კლინიკიდან გაწერეს, ერთი რეანიმაციაში რჩება

 
დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული 5 ბავშვი იაშვილის კლინიკიდან გაწერეს, ერთი ბავშვი რეანიმაციაში რჩება. როგორც იაშვილის კლინიკაში აცხადებენ 4 წლის გოგონას მდგომარეობა სტაბილურია და ის მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში აგრძელებს. ბავშვს გუსინ ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.  გუშინ დიდ დიღომში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი მცირეწლოვანი ბავშვი იყო. დაშავდა 8 ადამიანი.  აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი გარდაიცვალა