აფრიკის დასახლებაში 13 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს

 
გუშინ თბილისში, აფრიკის დასახლებაში, 13 წლის ბავშვი დაიკარგა. პოლიციამ მისი ცხედარი გუშინვე, სახლიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით თხრილში იპოვა. ამის შესახებ „ლიბერალს" შსს-ში განუცხადეს.  წინასწარი ინფორმაციით იგი თხრილში ჯართის მოსაგროვებლად ჩავიდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ მოჰყვა. როგორც მეზობლები ამბობენ, ბავშვი ხშირად დადიოდა ჯართის მოსაგროვებლად.