აგარაში ქალი დაჭრეს და კაცი მოკლეს

 
სოფელ აგარაში ერთმა პირმა სავარუდოდ, ცოლი დაჭრა და ამავე სოფელში მცხოვრები ერთი კაცი მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალი საკუთარ სახლში დაჭრეს, ხოლო კაცი სხვა ადგილას არის მოკლული.  შსს-ში ამბობენ, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს მოქმედებები მის დასაკავებლად.  მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა, შსს-ს ინფორმაციით, სავარაუდოდ, მუხლი შეიცვლება. მოგვიანებით ამის შესახებ განცხადებას გაარცელებენ.