აღუდგება თუ არა აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია?

 
აგრარული უნივერსიტეტის შესახებ მონიტორინგის ჯგუფმა ორი დასკვნა მოამზადა და სამი სხდომა გამართა. სწორედ 2011 წლის 11 მარტს უნივერსიტეტს გადაეცა მონიტორინგის ჯგუფის მეორე დასკვნა, სადაც პირველი დასკვნისგან განსხვავებული ახალი გარემოებები დაფიქსირდა. ხარვეზების გამოსასწორებლად უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ორ კვირიანი ვადა ითხოვეს თუმცა, საბჭომ კანონით დადგენილი ეს უფლებამოსილება არ გამოიყენა. ერთ-ერთი ხარვეზი, რომელიც უნივერსიტისთვის ცნობილი 11 მარტის სხდომაზე გახდა, უნივერსიტეტიდან სტუდენტების უმაღლესი განათლების შესახებ კანონის დარღვევით გარიცხვა იყო. საბჭოს თქმით, აგრარულ უნივერსიტეტს თავისი აქტით დადგენილი აქვს ფინანსური დავალიანების გამო სტუდენტისთვის სტატუსის შეწყვეტის შესაძლებლობა, რითაც შელახულია სტუდენტის უფლებები. კანონმდებლობით კი, ფინანსური დავალიანება უნდა წარმოადგენდეს სტუდენტისთვის სტატუსის შეჩერების და არა მისი შეწყვეტის საფუძველს. განსხვავება მნიშვნელოვანია, რადგან სტატუსჩერებულ სტუდენტს 5 წლის განმავლობაში შუძლია სტატუსის აღდგენა, ხოლო სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში მას 12 თვის გასვლის შემდეგ ხელახლა უწევს გამოცდების ჩაბარება. სწორედ ამიტომ საბჭომ ჩათვალა, რომ 2011 წლიდან დღემდე აგრარულ უნივერსიტეტის რამდენიმე ასეულ სტუდენტს ამ მუხლის გამოყენებით შეუწყდა სტატუსი. აგრარული უნივერსიტეტი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ 2011 წლიდან დღემდე არც ერთი სტუდენტი ფინანსური დავალიანების გამო არ გარიცხულა და აგრარული უნივერსიტეტის მარეგულირებელი წესი ფინანსური დავალიანების არსებობის შემთხვევაში, კანონმდებლობის შესაბამისად, ითვალისწინებს სტუდენტისთვის სტატუსის შეჩერებას  და არა შეწყვეტას. ანუ, თუ სტუდენტი აღდგენის დროს არ დაფარავს ფინანსურს დავალიენაბას, მას სტატუსი უწყდება და კანონის შესაბამისად 12 თვის განმავლობაში მოუწევს გამოცდების ჩაბარება და უნივერსიტეტში ხელახალი ჩარიცხვა. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტმა არ გაიზიარა შენიშვნა და მიიჩნია, რომ აღნიშნული მუხლი კანონის შესაბამისი იყო, მაინც განახორციელა ამ წესის ტექნიკური რედაქტირება. აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ 2011 წლიდან მოყოლებული არ არსებობს არც ერთი ფაქტი იმისა, რომ თუნდაც ერთ სტუდენტი გარიცხულიყოს ფინანსური დავალიანების გამო. სტუდენტების გარიცხვა დაბალი აკადემიური მოსწორების შემთხვევაში ხდებოდა, როდესაც სავალდებულო 6 - 7 საგნიდან სტუდენტი 5 გამოცდას ვერ აბარებდა. მეორე ხარვეზის ნაწილში საბჭო უნივერსიტეტს აკრედიტაციის გავლის გარეშე სადოქტო პროგრამის განხორციელებას ედავება. უნივერსიტეტის სადაქტორო პროგრამამ აკრედიტაცია მოიპოვა 2006 წელს და მას მიენიჭა უფლება 2007-2008 სასწავლო წლიდან 5 წლის ვადით დაეწყო პროგრამის განხორციელება. ანუ, მე-5 სასწავლო წელი დოქტორატურისთვის იყო 2011-2012 წელი. უნივერსიტეტის წარწარმომადგენლების თქმით, დოქტურანტურაში სწავლის დაწყება და დასრულება რექტორის ცალკე აქტით რეგულირდება და ეს ვადა არ ემთხვევა ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სასწავლო ვადებს. ამიტომ 2012 წლის ბოლომდე საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს ჰქონდა უფლება განეხორციელებინა დოქტურანტურის პროგრამა. მესამე ხარვეზი სომხეთში განათლებამიღებულ ორ სტუდენტს ეხება, რომელთა კრედიტები მათთვის ბაკალვრის დიპლომის მინიჭებამდე კანონმდებლობის შესაბამისად ხარისხის განვითარების ცენტრს არ ჰქონდა აღიარებული, ეს შეცდომა უნვიერსიტეტის სტუდენტებმა თებერვალშივე გამოსწორეს და ცენტრს განათლების აღიარების თხოვნით მიმართეს. მეშვიდე ბრალდება საკადრო დოკუმენტაციას ეხება. საბჭოს დასკვნაში წერია, რომ შრომითი ხელშეკრულებებისა და ბრძანებების შინაარსში მთელი რიგი შეუსაბამობები იყო.