„აგია ჩემი კომენტარი" - მარგველაშვილი გია ვოლსკის განცხადებაზე

 
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ურჩევს, გონივრული ნაბიჯი გადადგას და ქვეყანას საშუალება მისცეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ახალი კონსტიტუციის შესაბამისად აირჩიოს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.  დღეს ბრიფინგზე გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ორშაბათიდან საზოგადოების წარმომადგენლებთან კონსულტაციას დაიწყებს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შესარჩევად. მოქმედი კონსტიტუციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს, ხოლო მას თანამდებობაზე პარლამენტი ნიშნავს.  ახალი კონსიტუტიციის მიხედვით კი, რომელიც ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ ამოქმედდება, კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენცია გახდება.  დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ნინო გვენეტაძის გადადგომის შემდეგ, პრეზიდენტს მოუწოდეს ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე უზრუნველყოს „კანდიდატის დასახელება და დანიშვნა, რომელიც ობიექტურად აფასებს სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ ვითარებას და გადადგამს პრინციპულ ნაბიჯებს მათ მოსაგვარებლად."  ​